გაყიდვების სტატისტიკა იაპონურ ავტო-აუქციონებზე
ცნობილია რომ იაპონურ ავტო-აუქციონებზე ლოტის საწყისი ფასი სიმბოლურია, ავტომობილები გაცილებით მაღალ ფასად იყიდება. მაშინ ისმის კითხვა: როგორ დავადგინოთ ოპტიმალური ფსონის ოდენობა? სწორედ ამისთვის არის შექმნილი ონლაინ-სერვისი ”სტატისტიკა”. ეს არის რეალურ დროში მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილია 107 აუქციონზე გაყიდული ავტომობილების მონაცემები (ფასი, გარბენი, კომპლექტაცია). ამ მონაცემების საფუძველზე ადვილად არის შესაძლებელი განისაზღვროს კონკურენტუნარიანი ფსონი.