+ ყველა კითხვის გაშლა
აუქციონზე საწყისი ფასი სიმბოლური ხასიათისაა და ავტომობილები გაცილებით მაღალ ფასად იყიდება, ამიტომ შეგიძლიათ საწყის ფასს ყურადღება საერთოდ არ მიაქციოთ.
აუქციონზე არ არის ფიქსირებული ფასები, ავტომობილით დაინტერესებული პირები აუქციონზე ანთავსებენ საკუთარ შეათვაზებას ანუ ფსონს, მანქანა რჩება მას ვისი ფსონიც ყველაზე მაღალი აღმოჩნდება. შესაბამისად თქვენც უნდა განათავსოთ ფსონი რომ შეძლოთ მანქანის შეძენა.
იმისათვის რომ განახორციელოთ ოპტიმალური ფსონი, უნდა იცოდეთ კონკრეტული მოდიფიკაციის ავტომობილის საბაზრო ღირებულება იაპონიაში. ამის დადგენაში კი დაგეხმარებათ სრევისი ”სტატისტიკა” , სადაც შეძლებთ ბოლო პერიოდში გაყიდული ავტომობილების ფასების ნახვას.
საბოლოო ფასის ფორმირებაზე გარდა სააუქციონო ღირებულებისა (თქვენს შემთხვევაში 215 000 იენი) რამოდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად: აუქციონის დაშორება ჩვენი ტერმინალიდან რომელიც განთავსებულია ქალაქ კობეში (იაპონია), ძრავის მოცულობა და გამოშვების წელი. ამიტომ ყველაზე მოსახერხებელია ისარგებლოთ ”ავტო-კალკულატორით” რომელიც მისაწვდომია როგორც საიტის ზედა მენიუდან ისე ავტომობილის დეტალური დათვალიერების რეჟიმიდან. (” ღირებულების დაანგარიშება”)
კონკურენტების შეთავაზებები უცნობია, ფსონის განთავსება ხდება მხოლოდ ერთხელ, ამიტომ იგი მაქსიმალურად გააზრებული და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.
მოგეხსენებათ რომ იაპონური იენის კურსი დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ განიცდის ცვლილებას, როგორც წესი ეს ცვლილება უმნიშვნელოა, (0,2 პუნქტიდან 1 პუნქტამდე) მაგრამ არსებობს შემთხვევები როცა ცვლილება დიდია (3-4 პუნქტი). ’ავტო-კალკულატორი” მუშაობს დაახლოებითი კურსით ამიტომ დასაშვებია რომ აშშ დოლარებში მითითებული თანხები შეიცავდეს მცირე უზუსტობას. თუ ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტზე მითითებული ოფიციალური კურსებით და უფრო ზუსტად დაადგინოთ ავტომობილის საბოლოო ღირებულება.
დიახ ეს აუქციონიდან ჩვენს ტერმინალამდე გადაზიდვის ტარიფებია. იაპონური ავტო-აუქციონები განთავსებულია მთელი იაპონიის ტერიტორიაზე და ბუნებრივია რომ ისინი სხვადსხვა მანძილით არიან დაშორებული ჩვენი ტერმინალიდან რომელიც მდებარეობს იაპონიის საპორტო ქალაქ კობეში. შესაბამისად შიდა იაპონური გადაზიდვის ტარიფებიც განსხვავებულია.
სურათების გარდა მითითებულია აგრეთვე ”აუქციონის ფურცელი”, ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და იგი ბევრად უფრო ინფორმატიულია ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც რამოდენიმე მაღალხარისხიანი ფოტო-სურათი. ”აუქციონის-ფურცელი” არის უმაღლესი კლასის ექსპერტთა მიერ შესრულებული ექსპერტიზის დასკვა რომლის მსგავსის ჩატარება მაგალითად საქართველოში თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ”აუქციონის-ფურცლში” მითითებული მონაცემების ობიექტურობა უმკაცრესად კონტროლდება იაპონიის სახელმწიფო ორგანოების მიერ რადგან, აუქციონებზე მონაწილეობას ღებულობს კლიენტები მთელი მსოფლიოდან, შესაბამისად ”აუქციონის-ფურცელი”” დაშვებული უზუსტობა სახელმწიფოს პრესტიჟზე აისახება.
”აუქციონის-ფურცელში” მითითებული ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს კომპლექტაციისა და დეფექტების აღმნიშვნელი პირობითი აღნიშვნები. დაწვრილებით ინფორმაციას ამ აღნიშვნების შესახებ მიიღებთ განყოფილებაში ”აუქციონის-ფურცელი”
სავარაუდოდ თქვენ არ შემოგიტანიათ ”განზრახვის სერიოზულობის დამადასტურებელი დეპოზიტი” , შესაბამისად თქვენს მიერ განხორციელებულ ფსონებს სისტემა იგნორირებას უკეთებს. ფსონის აუქციონზე გასააქტიურებლად აუცილებელია ჩვენს ანგარიშზე დეპოზიტის ჩარიცხვა. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.
ეს შესაძლებელია, ოღონდ ამისათვის უნდა გაემგზავროთ უცხოეთში და შეიძინოთ დილერის ლიცენზია, რომლის მოპოვებაც საკმაოდ რთულია. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ლიცენზია გაქვთ თქვენ შეძლებთ მხოლოდ ერთ აუქციონზე ფიზიკურად ყოფნას, შესაბამისად არჩევანიც შეზღუდული გექნებათ (ჩვენს სისტემაში გაერთიანებულია 120 აუქციონი).
”ავტო-კატალოგი” არის ავტომობილების ზოგადი ცნობარი, მასში მითითებულია ზოგადად ამა თუ იმ მოდელის მახასიათებლები და ავტომობილის გამოშვების დღისათვის (ანუ ახალი ავტომობილის) დადგენილი გასაყიდი საბაზო ვერსიის ფასი. კონკრეტული მანქანების ასარჩევად გამოიყენეთ სერვისი ”ონლაინ-აუქციონი”.
აუქციონის დასრულების შემდეგ სისტემაში აისახება თუ რა ფასად გაიყიდა კონკრეტული ავტომობილი. თუ მითითებული თანხა ნაკლებია ან ემთხვევა თქვენს მიერ განხორციელებულ ფსონს მაშინ გამარჯვებულია თქვენი ფსონი. ამის შესახებ შეტყობინება მოგივათ ასევე ელექტრონული ფოსტით.
აუქციონის მოგების დღეს მიიღებთ ინვოისს რომელშიც მითითებულია ავტომობილის ღირებულება იაპონიის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების და კონტეინერში ჩატვირთვის ხარჯების ჩათვლით. ინვოისის საფუძველზე უნდა გადარიცხოთ აღნიშნული თანხა აუქციონის ანგარიშზე იაპონიაში, არაუგვიანეს ორი დღისა, ხოლო იაპონიიდან საქართველოში ტრანსპორტირების და ”ალტო მოტორსის” საკომისიოს გადაიხდით ავტომობილის ფოთის პორტში შემოსვლამდე ერთი კვირით ადრე. რა თქმა უნდა ჩაგეთვლებათ უკვე შემოტანილი დეპოზიტი.
ფსონი უნდა განხორციელდეს აუქციონის დაწყების წინა დღით. ეს განპირობებულია იაპონიასა და საქართველოს დროში განსხვავებითა და იმით რომ თქვენმა ფსონმა უნდა გაიაროს გარკვეული მონიტორინგი ამას კი დრო ესაჭიროება.
თქვენ შეგიძლიათ წინასწარ შეუთანხმდეთ მენეჯერს და რომელიც გადაამოწმებს თქვენს ფსონს რომ მინიმუმამდე დავიდეს შეცდობის ალბათობა.
მარცხენა საჭიანი მანქანები იაპონიაში ძალიან ბევრია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს სისტემას არ გააჩნია ამ პარამეტრით ძიება. ამიტომ უნდა დააკვირდეთ სურათებს. იაპონური წარმოების ავტომობილები მარცხენა საჭით ძალიან დიდი იშვიათობაა, სამაგიეროდ ბევრია ევროპული და ამერიკული წარმოების.
რა თქმა უნდა შეგვიძლია, ამისათვის საკმარისია შეავსოთ საიტზე განთავსებული ფორმა ”ავტომობილის შეკვეთა” ან უბრალოდ დარეკოთ ან მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და აგვიხსნათ რა მომაცემების და ფასის ავტომობილის შეძენას გეგმავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა.
ჩვენი მენეჯერები მისაწვდომი არიან როგორც ინტენეტის ისე ტელეფონის საშუალებით იხილეთ კონტაქტები. ასევე ძალიან მოსახერხებელია ვიდეო-დახმარების განყოფილება სადაც ვიდეო გაკვეთილების სახით განხილულია სისტემის ყველა არსებული სერვისი.
ავტო დილერებისათვის გვაქვს სპეციალური შეთავაზებები, ასევე ჩვენს ვებ-საიტზე ვამზადებთ სპეციალურ განყოფილებას ავტო-დილერთათვის, რომელზე შეღწევა მოხდება სპეციალური პაროლით. აქ განთავსებული იქნება ბვერი საინტერესო წინადადება იმათთვის ვინც ავტო-ბიზნესით არის დაკავებული. პირობების და სპეციალური წინადადებების განხილვისათვის გთხოვთ გვეწვიოთ ოფისში ან შეავსეთ სპეციალური ფორმა და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.
პირველ რიგში გვინდა ზუსტად გაიგოთ ჩვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისის არსი. ჩვენი კომპანია ასრულებს ”აგენტის” მოვალეობას, ანუ საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ უნიკალური შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ მონაწილეობა მსოფლიოს უმსხვილეს ავტო-აუქციონებზე. ავტომობილის შეძენის შემდეგ კი ჩვენ უზრუნველვყობთ ავტომობილის ტრანსპორტირებას საქართველოში. როგორც ზემოთ ითქვა ”აუქციონის ფურცელში” ზედმიწევნით არის აღწერილი ავტომობილის ყველა დაზიანება შესაბამისად მათ შორის ძრავისა და გადაცემათა კოლოფის. რაც შეეხება ტრანსპორტირების ვადებს. ავტომობილის შეძენა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს: შეძენა, გადაზიდვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, საექსპორტო საბუთების მომზადება, ჩატვირთვა კონტეინერში, ტრანსპორტირება საქართველომდე, სატერმინალო პროცედურები მიმღებ პორტში. ოპერაციის ყველა ეტაპს ასრულებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები,რომელთა პასუხისმგებლობები და მოვალეობები დაფიქსირებულია ჩვენს კომპანიასთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებებში. ამიტომ ჩვენი კლიენტები უნდა ითავისებდნენ იმ გარემოებას რომ კომპანია ”ალტო მოტორსი” ვერ გახდება ერთპიროვნული პასუხისმგებელი ყველა იმ ქმედებაზე რასაც ითვალისწინებს ავტომობილის შეძენის მრავალეტაპიანი პროცედურა. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინტერსებს და მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის რომ თქვენ დროულად და დაუზიანებლად ჩაგაბაროთ თქვენი კუთვნილი ავტომობილი.
ვენი პროგრამისტები გამუდმებით მუშაობენ იმისათვის რომ სისტემით სარგებლობა უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ვირტუალური ”პირადი კაბინეტების” დანერგვას, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს გააკონტროლოს მის მიერ განხორციელებული ფსონები, მიიღოს და გააგზავნოს შეტყობინებები და ასე შემდეგ. ეს სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება ავტო-დილერებისათვის.