Carauction.ge
Facebook
Twitter
Blog
Youtube
ონლაინ მენეჯერები
david_carauction

დათო

lexo5555

ლექსო

carauction.ge

თორნიკე

ramin4k1

რამინი

მთავარი მენიუ

ხელმოწერა
Email
სახელი და გვარი
ქალაქი
ტელეფონი

რეკლამა

რა არის აუქციონის ფურცელი?

იაპონურ ავტო-აუქციონზე გამოტანილ ყველა ლოტს გააჩნია ექსპერტიზის დასკვნა, ეგრედ წოდებული "აუქციონის ფურცელი" , ეს არის დოკუმენტი რომელის შესაბამის გრაფებში ლათინური აბრევიატურების, იაპონური იეროგლიფების და მიღებული შეფასებათა სისტემის გამოყენებით, დეტალურად არის მითითებული ავტომობილის მახასიათებლები, მინუსები და პლუსები. "აუქციონის ფურცელს" ავსებენ მაღლკვალიფიციური ექსპერტები, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ზედმიწევნით აღწერონ ავტომობილის მდგომარეობა და კომპლექტაცია რადგან დაცული უნდა იქნეს აუქციონის მთავარი პრინციპი - მიუკერძოებლობა. აუქციონისათვის ერთობ მნიშვნელოვანია დაიცვას როგორც გამყიდველის ასევე მყიდველის ინტერესები. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი "აუქციონის ფურცელში" მითითებული იქნება ავტომობილის რეალური მდგომარეობა. როგორც წესი ეს ასეც არის , ამიტომაც სარგებლობს იაპონური ავტოაუქციონები უზარმაზარი პოპულარობით მთელს მსოფლიოში.

როგორ წავიკითხოთ აუქციონის ფურცელი?

იაპონურ ავტო-აუქცინებზე ავტომობილის დეფექტების აღსანიშნავად მიღებულია პირობითი აღნიშვები. ასევე არსებობს ქვე-შეფასებები. USS -ის აუქციონებზე ავტომობილის საერთო მდგომარეობა ციფრებით აღინიშნება, სალონის მდგომარეობას კი ასოებით. მაგალითად "4В", "3,5С". ზოგიერთ აუქციონებზე მიღებულია 2 ქვე-შეფასება. რომელთაგან პირველი აღნიშნავს ავტომობილის გარეგან მდგომარეობას მერე კი სალონის მდგომარეობას. მაგალითად "4ВВ", "3,5СВ". აუქციონის შეფასსება არის მთავარი ფაქტორი რომელიც განაპირობებს ავტომობილის საბოლოო ღირებულებას.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ყველა ავტომობილი გადის ექსპერტიზას. რის შედეგადაც დგინდება ავტომობილის გარბენი, პირველი რეგისტრაციის თარიღი და ივსება ეგრედ წოდებული"აუქციონის ფურცელი" რომელშიც გრაფიკული და ტექსტური ფორმით ასახულია მანქანის ყველა ოპცია და დეფექტი. აუქციონის ფურცელს თან ერთვის ფოტოსურათები

განვიხილოთ აუქცონის ფურცელი 2001 წელს წარმოებული TOYOTA CHASER-ის მაგალითზე.

* -იაპონიაში წელთაღრიცხვა იწყება ბოლო იმპერატორის ტახტზე ასვლის წლიდან. უკანასკნელი მმართველი იმპერატორის ეპოქა დაიწყო 1988 წელს, მაშასადამე აუქციონის ფურცელში მითითებული 13 წელი ჩვენი კალენდრით ნიშნავს 2001წელს.

** -იაპონიაში ყველა ახალი ავტომობილი იყიდება 3 წლიანი ეგრედ წოდებული "ვარგისიანობსის გარანტიით" ("სიაკენ", ტექ. დათვალიერება). 3 წლის შემდეგ "ვარგისიანობსის გარანტია" უნდა იქნეს განახლებული რაც დაახლოებით 1500$ ჯდება, ასეთი გარანტიის არსებობა საგრძნობლად ზრდის მანქანის ფასს. "სიაკენ"-ის ვადა 2 წელია, ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ისევ უნდა განახლდეს. 10 წელზე მეტი ხნის ავტომობილის "ვარგისიანობსის გარანტია" ახლდება ყოველწლიურად. სწორედ ამის გამოა რომ იაპონიის გზებზე 10 წელზე მეტი ხნის ავტომობილს თითქმის ვერ შეხვდებით.

*** - გრაფაში შემოხაზული მარცხენა წარწერა ნიშნავს რომ ავტომობილი მუშაობს ბენზინზე ხოლო მარჯვენა დიზელის საწვავს აღნიშნავს.

**** - AT, FAT, FA, A/T, F/A, FA/T - აღნიშნავს ავტომატურ გადაცემათა კოლოფს. MT, F4, F5 - აღნიშნავს მექანიკურ გადაცემათა კოლოფს სადაც ციფრი მიუთითებს გადაცემათა რიცხვს.

***** - შემოხაზულია მარცხენა წარწერა - არის სერვისის წიგნი, შემოხაზულია მარჯვენა - არ არის სერვისის წიგნი. სერვისის წიგნში აღნიშნულია ყველა შესრულებული სერვისული სამუშაო (ზეთის, ღვედის და სხვა გამოცვლა)

შეფასებების განმარტება

იაპონურ ავტო-აუქციონზე მიღებული შეფასებათა სისტემა

S ავტომობილის რეგისტრაციის შემდეგ გასულია არა უმეტეს 12 თვისა (რეგისტრეციის პირველი წელი), არ საჭიროებს ექსტერიერისა და ინტერიერის არავითარ რემონტს. შესაძლებელია ავტო-სალონში გასაყიდად გატანა.

6 ავტომობილის რეგისტრაციის შემდეგ გასულია არა უმეტეს 24 თვისა, არ საჭიროებს ექსტერიერისა და ინტერიერის არავითარ რემონტს. შესაძლებელია ავტო-სალონში გასაყიდად გატანა.

5 ავტომობილის კონდიცია ძალიან ახლოს არის შეფასებასთან 6 (თითქმის ახალი), პრაქტიკულად არ საჭიროებს კოსმეტიკურ შესწორებებს.

4.5 ავტომობილის კონდიცია ძალიან ახლოს არის შეფასებასთან 5, შესაძლებელია საჭიროებდეს ძალიან უმნიშვნელო კოსმეტიკურ შესწორებას, (მცირე ნაკაწრების პოლირება, ჭუჭყისგან გაწმენდა), მცირე შეღებვას ან ინტერიერის მცირე რემონტს.

4 შესაძლებელია საჭიროებდეს ძარის რემონტს ცოტათი უფრო მეტს ვიდრე მანქანა 4,5 შეფასებით, იშვიათად შეიძლება საჭიროებდეს დაზიანებული ან გაუმართავი დეტალების რემონტს.

3.5 ავტომობილს შეიძლება ჰქონდეს შესამჩნევი დაზიანებები, როგორც წესი შესამჩნევი ნაკაწრები ან რამოდენიმე მცირე შეჭეჭყილობა. შესაძლებელია ავტომობილს ჩატარებული ჰქონდეს ძარის რემონტი, მაგალითად შეცვლილი ჰქონდეს ძარის რომელიმე ელემენტი. იმ შემთხვევაში თუ მანქანა ძალიან კარგ მდგომარეობაშია და მაინც შეფასებულია 3,5 ბალით ეს შეიძლება განპირობებული იყოს 100 000 კმ-ზე მეტი გარბენით.

3 შესამჩნევია ნაკაწრები და სხვა დაზიანებები, მაგრამ თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, მაშინ სავრაუდოდ შეფასება 3 -განპირობებულია 150 000 კმ-ზე მეტი გარბენით.

2 ავტომობილი შეიძლება საჭიროებდეს ძარის, სავალი ნაწილის ან ძრავის რემონტს. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ძარის კოროზიას. შეიძლება არ მუშაობდეს სპიდომეტრის მრიცხველი. ძარის და ინტერიერის საგრძნობი დაზიანება.

1 ძრავი ჯერ კიდევ მუშაობს მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ავტომობილს გადაადგილება შეუძლია მას სჭირდება კაპიტალური რემონტი.

R აღდგენილია ავარიის შემდეგ

RA აღდგენილია მძიმე ავარიის შემდეგ

R1 R და 1 შეფასებების ერთობლიობა

RA1 RA და 1 შეფასებების ერთობლიობა

*** - აღუდგენელი ავტომობილი. გამოდგება ნაწილებად.

ხშირად აუქციონებზე გვხვდება ავტომობილები რომლებსაც აქვს საკმაოდ მაღალი შეფასება (3,5-4) მაგრამ შეცვლილი აქვთ რომელიმე ელემენტი (ХX - replaced, შეცვლიია). როგორც წესი ეს არა ავარიის, არამედ არასწორი მანევრირების შედეგია. მაგალითად პარკირებისას ან სხვა, რაც თითქმის ვერ ახდენს გავლენას აუქციონის ფასზე.

ციფერბი რომლებიც გამოსახულია საბურავების შიგნით ან მის გვერდით აღნიშნავს პროტექტორის სიმაღლეს მილიმეტრებში.

დაზიანებების აღნიშვნები

შეღუნულობები ძარაზე

U1 შეღუნულობის ზომა 1х1სმ ზე ნაკლებია.შეღუნულობა თითქმის შეუმჩნეველია.

U2 შეღუნულობის ზომა 1х1სმ ზე ოდნავ მეტი. შეღუნულობა ოდნავ შესამჩნევია.

U3 შესამჩნევი შეღუნულობა, ზომა 2х2სმ ოდნავ მეტი.

U4 შეღუნულობის ზომა 20х20 სმ-ზე მეტია.

U5 შეღუნულია მთელი პანელი ან უფრო მეტი. საჭიროებს შეცვლას.

ნაკაწრები ძარაზე

А1 სიგრძით 5 სანტიმეტრზე ნაკლები.

А2 სიგრძით 10 სანტიმეტრზე ნაკლები., ფარავს პანელის 1/4 ზე ნაკლებს.

А3 სიგრძით 20 სანტიმეტრზე ნაკლები., ფარავს პანელის 1/2 ზე ნაკლებს.

А4 სიგრძით 20 სანტიმეტრზე მეტი, ფარავს პანელის 1/2 ზე მეტს.

А5 მთლიანად ფარავს პანელს. Р აუცილებელია შეღებვა რემონტი და შეღებვა

W1 კვალიფიცირებბულად შესრულებული რემონტი, პრაქტიკულად შეუმჩნეველია რემონტის კვალი.

W2 სამღებრო სამუშაოების კვალი ოდნავ შესამჩნევია. როგორც წესი რემონტი შესრულებულია საკმაოდ კვალიფიცირებულად.

W3 სამღებრო სამუშაოების კვალი შესამჩნევია. შესაძლებელია საჭიროებდეს განმეორებით რემონტს.

სხვა დეფექტები

S ჟანგი

C კოროზია

მინა

G1 ქვის ნაკვალები.

G2 შუშის გამწმენდის კვალი

G3 ნაკაწრი.

GS ბზარი, განუსაზღვერილი ზომის.

დეტალების შეცვლა

Х ძარის ნაწილი საჭიროებს შეცვლას.

XX ან M ძარის ელემენტი შეცვლილია

ინტერიერის შეფასება

A - საუკეთესო მდგომარეობა, პრაქტიკულად უნაკლო, თითქმის ახალი.

B - კარგი მდგომარეობა, შესაძლებელია უმნიშვნელო დაბინძურება.

C - ნორმალური მდგომარეობა, უმნიშვნელო ჭუჭყი (ოდნავ მეტი ვიდრე

В შეფასებისას), შესაძლებელია იყოს მცირე ზომის ლაქები ან სიგარეტით გამოწვეული მცირე ამონაწვავები.

D - სალონის ცუდი მდგომარეობა, სალონი ჭუჭყიანია, შესაძლებელია დაზიანებული იყოს სალონის მოპირკეტება, აგრეთვე იყოს სიგარეტით გამოწვეული ამონაწვავები.

Gradeშეფასება
  
ტერმინები და აბრევიატურები

FFშეფასება
  
FACEBOOK

ჩვენი პარტნიორი

საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის შპს"ალტო მოტორსის" საკუთრება რასაც ადასტურებს საქპატენტის N326565 დადგენილება, სერთიფიკატი N63565 , საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია და ისჯება კანონით.

Copyright © 2011 CarAuction.ge. All Rights Reserve

Make a free website with uCoz